Sunrise Development - ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Sunrise Development არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს სამშენებლო-დეველოპერული და სასტუმრო ბიზნესის განვითარების სფეროში. ჩვენი  მთავარი მიზანია მომხმარებელს  შევუქმნათ კომფორტული და დაცული გარემო.

Sunrise Development-ის უდიდესი უპირატესობაა მომხმარებლის ინტერესებსა და ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობა, გადახდის მოქნილი გრაფიკი და მეგობრული მიდგომა მომხმარებლებისადმი. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას, გამწვანებასა და კეთილმოწყობას.

პროექტები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  და  ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური, მაღალი ხარისხის  მასალებით. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ მაღალკვალიფიკაციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინჟინერ-მშენებლები.